ირანულ დრონებში უკრაინის პარტნიორ ქვეყნებში წარმოებული სათადარიგო ნაწილები აღმოჩნდა - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, ირანულ დრონებში უკრაინის პარტნიორ ქვეყნებში წარმოებული სათადარიგო ნაწილები აღმოჩნდა.

„ჩვენ დავშალეთ ისინი (დრონები) და, სამწუხაროდ, იქ აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომლებიც არ იწარმოება არც ირანში და არც რუსეთში“, - აღნიშნა დანილოვმა.

დანილოვის ვარაუდით, სათადარიგო ნაწილების შეძენა შესაძლებელი იყო ომის დაწყებამდეც, რადგან დრონები ძირითადად 2019-2021 წლებში იყო წარმოებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი