ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სტოლტენბერგის განცხადებას, რომ პეკინი საფრთხეა - საელჩო

გამოქვეყნდა:

ნორვეგიაში ჩინეთის საელჩო NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ჩინეთი "კატეგორიულად ეწინააღმდეგება" შეფასებებს, რომ ის საფრთხეა.

"ჩინეთი მოუწოდებს NATO-ს შეწყვიტოს რეგიონული კონფლიქტის გაღვივება და განხეთქილებისა და არეულობის შექმნა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოსლოში გამართულ სამიტზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთი მის მეზობელ ქვეყნებს ემუქრება:

"ჩინეთი არის რეჟიმი, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ის ემუქრება მეზობლებს და ბოიკოტს უცხადებს ქვეყნებს, რომლებიც არ იქცევიან ისე, როგორც ის ამბობს. რაც მთავარია, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან", - თქვა სტოლტენბერგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი