საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვივა მედის საკნად გადაკეთებული პალატიდან ეხმაურება მის მხარდამჭერ აქციას, რომელიც ამ წუთებში კლინიკასთან მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს პალატის ფანჯრიდან თეთრი ფურცლით მიესალმა.
შეგახსენებთ, ვივა მედთან ენმ-ის ლიდერები, პარტიის წევრები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილები და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება აქციები მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების მოთხოვნით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან.