პლაკატზე დავწერთ იმას, რაც ჩვენ გვინდა რომ დავწეროთ, 21:00-ზე რუსთაველზე - "დროა"

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პარტია ,,დროა’’ სოლიდარობას უცხადებს 2 ივნისს პარლამენტთან დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს და დღეს, საღამოს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას უერთდება. "დროა" საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მივიდნენ აქციაზე და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ყველა მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული:

"გუშინ, რუსულ ომონად ქცეული საქართველოს პოლიცია, თავს დაესხა საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ მშვიდობიან ახალგაზრდებს. წაართვა, დაუხია პლაკატები და უკანონოდ დააკავა ათი ახალგაზრდა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების თავხედური თავდასხმა, თითოეული ჩვენგანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე რაც მონიჭებული გვაქვს დაბადებით, საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. 

ეს არის თავხედური თავდასხმა რომელსაც სჭირდება პასუხი. ისინი გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის რაც მათ უნდათ, პლაკატზე შეგვიძლია დავაწეროთ მხოლოდ ის რაც მათ მოსწონთ.

არა! ჩვენ ვიტყვით იმას, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. პლაკატზე დავწერთ იმას, რაც ჩვენ გვინდა რომ დავწეროთ.

ერთადერთი სწორი პასუხი არის, დღეს, 21:00 საათზე, ბევრი ხალხი რუსთაველის გამზირზე, ბევრი საპროტესტო პლაკატით." აცხადებს პარტიის წევრი, გიგა ლემონჯავა.

2 ივნისს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ბანერების გამო 8 ადამიანი დააკავეს.  მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა. 

დღეს 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება ლოზუნგით, "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" 

ფოტო:  "დროას" ზუგდიდის ოფისი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი