საბურთალოსა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქები კვლავ ვაკანტურია - ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

თბილისის ორი მაჟორიტარული ოლქი ამ დრომდე ვაკანტურია - ოპოზიციურ ერთობაში დარჩენილ პარტიებს საბურთალოსა და ჩუღურეთის კანდიდატები ჯერაც არ დაუსახელებიათ.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ამბობენ, რომ თუ უახლოეს დღეებში ვერ შეთანხმდებიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე, ისინი კანდიდატების დაყენებას საკუთარი პარტიებიდან არ გამორიცხავენ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თბილისის ნაწილში შეთანხმება და ის სინერგია, რომელიც თავიდანვე იყო დაგეგმილი... სამწუხაროდ, 2 ოლქში შეთანხმება დღემდე ვერ მოხერხდა და იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება შეთანხმება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი სერგი კაპანაძე კი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია თავისი კანდიდატის დაყენებას განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი