რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

გამოქვეყნდა:

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და ამით მისი მმართველობა მესამე ათწლეულში გადავიდა - „მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებას დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობას და დამოუკიდებლობას... დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ათათურქის პრინციპებსა და რეფორმებს. და საერო რესპუბლიკის პრინციპებს“, - თქვა ერდოღანმა ანკარაში, პარლამენტში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე.

ერდოღანის ფიცის დადების ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებიან. 

შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტი 28 მაისს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგად ხელახლა აირჩიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი