
ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებთან საზღვაო ალიანსის შექმნას აპირებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საზღვაო ძალების სარდალმა გააკეთა.
შაჰრამ ირანის თქმით, რეგიონის ქვეყნები "მიხვდნენ, რომ მხოლოდ ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუტანს რეგიონს უსაფრთხოებას".
ირანის საზღვაო ძალების მეთაურმა ასევე თქვა, რომ ალიანსში გაწევრიანებას გეგმავს ინდოეთი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, კატარი და ერაყი.