
დაკავების საერთაშორისო ორდერის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში BRICS-ის სამიტზე მიიწვიეს - ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მიწვევა BRICS-ის სახელით ცნობილი ჯგუფის სახელმწიფოების მეთაურებს გაეგზავნა - ანუ ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს.
სამიტი იოჰანესბურგში, 22-დან 24 აგვისტომდე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.