ბახმუტის მიმართულებით რუსები დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ - მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსები დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

როგორც მალიარი Telegram არხზე წერს, დონეცკის ოლქში ბახმუტში ვითარება პირობითად სტაბილურია, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით გარეუბნები უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

მისივე ინფორმაციით "ვაგნერელებს" ჯერ ბოლომდე არ დაუტოვებიათ ბახმუტი. დღეის მდგომარეობით ისინი ინსტრუქციულ სამუშაოებს აწარმოებენ რეგულარული არმიის ჩამოსულ ქვედანაყოფებთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი