რუსეთი დაჟანგულ ტანკებს შესაკეთებლად გზავნის [ფოტო]

გამოქვეყნდა:

დღეს, 3 ივნისს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ რუსეთს მწყობრიდან გამოსული და დაჟანგული რუსული T-80BV -ის ტანკები შესაკეთებლად გადაჰყავს. 

სამხედრო ექსპერტის, ალექსანდრე კოვალენკოს განცხადებით, ღია წყაროების მიხედვით, რუსეთს 3000-მდე T-80 სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკი ჰყავს, მაგრამ მათგან მხოლოდ 20% თუ აღდგება,
დანარჩენი, უმეტეს შემთხვევაში, ან სრულად უვარგისია, ან საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას.

მისივე ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან,  საოკუპაციო ძალებმა 486 ''T-80''-ის ტანკი დაკარგეს, თუმცა სხვადასხვა ცნობებით, დანაკარგი 650 ერთეულს აჭარბებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი