
"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს", - ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში გუშინ, პარლამენტთან მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებასთან დაკავშირებით.
საელჩო წერს, რომ განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან
"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს" - წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ბანერების გამო 8 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა.
დღეს 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება ლოზუნგით, "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!"