ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაოდენობის გაზრდაზე იმუშავებს - ერმაკი

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისთვის Patriot -ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდაზე იმუშავებს , - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. 

"ნიდერლანდების მთავრობა იმუშავებს უკრაინაში Patriot-ების რაოდენობის გაზრდაზე. ჩვენ ვმუშაობთ კოალიციაზე“, -  თქვა ერმაკმა

როგორც ცნობილია, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ მაისის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყანა  განიხილავს უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი