"ქართული ოცნების" რუსული საქმეები - მოსალოდნელი მწვავე საუბარი შოლცთან

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ანტიდასავლური განცხადებების გაპროტესტების გამო დააკავეს პარლამენტთან ახალგაზრდები, გერმანიის კანცლერმა დაიბარა. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა 9 ივნისს გაიმართება. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ დიალოგი საკმაოდ მწვავე იქნება. ასევე ცნობილია, რომ ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია არ გაიმართება. ეს კი ექსპერტებისთვის კიდევ ერთი ნიშანია, რომ დასავლეთი ,,ქართული ოცნების'' რიტორიკით უკმაყოფილოა. პრემიერს კი მედიისთვის არაფერი ექნება სათქმელი. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ კანცლერი პრემიერთან პირისპირ საუბროს დროს უკმაყოფილებას გამოხატავს ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლების პრორუსული პოზიციის გამო, რომელიც უკრაინის ომის ფონზე სულ უფრო ემთხვევა კრემლის პოზიციას. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი