მაია ნიკოლეიშვილის მოგებული ტენდერები - "ოცნების" პროპაგანდისტები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან

გამოქვეყნდა:

ექსპერტები, რომლებიც ხელისუფლების რიტორიკის მხარდაჭერით გამოირჩევიან, ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მათი კომპანიების ანგარიშზე მილიონობით ლარი ირიცხება, მათ ანგარიშზეა ასევე მოგებული ტენდერები, მათ შორის გამარტივებული შესყიდვით. თავად კი ამბობენ, რომ წარმატებული მხოლოდ მათი პროფესიონალიზმის წყალობით და კონკურენტუნარიანობით არიან. 

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა ,,რეალ-ექსპრესი.'' კომპანიას რამდენიმე მფლობელი ჰყავს, მათ შორის მთავარია სახელისუფლებო  მედიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი, მაია ნიკოლეიშვილი.

დოკუმენტებით ვლინდება, რომ სახელმწიფომ ამ საექსპერტო კომპანიას 2017 წლიდან დღემდე 7 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. მასვე დაევალა დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის შესწავლაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი