დნიპროზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა - 22 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

4 ივნისის ღამეს რუსების მხრიდან დნიპროში კორპუსის დაბომბვის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას  რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული ქვეყანაა და ის პასუხს აგებს ყველაფერზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი