ადვოკატის ცნობით, 2 ივნისს დაკავებული ლევან ნიშნიანიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა უკან, იზოლატორში შეაბრუნეს

გამოქვეყნდა:

2 ივნისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ დაკავებული ერთ-ერთი პირი, ლევან ნიშნიანიძე დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით ის უკან, იზოლატორში შეაბრუნეს. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი ავრცელებენ. 

მათივე ცნობით, ნიშნიანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გადმოეყვანათ, თუმცა ეს პროცესიც მათთვის გაურკვეველი მიზეზით შეფერხდა.

2 ივნისს დაკავებულები ამ დრომდე იზოლატორებში იმყოფებიან და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი