2 ივნისის აქციაზე დაკავებულებს წინასწარი დაკავების ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივეს და ახლა სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. 8 პირი, რომელიც კრემლის მეთოდით დააკავეს პარლამენტთან, თელავისა და დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორებში არიან განაწილებული.
დაკავებების მიუხედავად, გუშინ პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა და მასშტაბური პროტესტი - თეთრი ფურცლების აქცია გაიმართა. პარალელურად, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა 1-კვირიანი მცდელობის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან კარავი გაშალა.