2 ივნისის აქციაზე კრემლის მეთოდით დაკავებული აქტივისტები, ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა ცოტა ხნის წინ დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
უკანონოდ დაკავებული ჯიუტის წევრი ლაშა ჯანჯღავა ხელწერილით გათავისუფლდა. სასამართლო სხდომა ჩაინიშნება 2 თვის პერიოდში. სახელმწიფო პოლიციურ სისტემას გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევისა და აქტივისტთა სანქცირების მიზნით იყენებს, - წერს მოძრაობა ჯიუტი.
დანარჩენი 6 დაკავებული კი ამ დრომდე თელავისა და ზაჰესის იზოლატორში რჩება. ისინი ამ დრომდე სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. წინასწარი დაკავების ვადა მათ 48 საათამდე გაუხანგრძლივეს.
იხილეთ ასევე: