2 ივნისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ დაკავებული ერთ-ერთი პირი, ლევან ნიშნიანიძე დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მან იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ჰაით ხალხნო, გამოგვიშვეს.
სამწუხაროდ არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი.
უარესებს იზამენ კიდე 2024 მდე. მაგრამ 2024-ში აუცილებლად უნდა გავუშვათ ამათივე რეისით მოსკოვში.
ყველას ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, - წერს ნიშნიანიძე.
მანამდე, ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიშნიანიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა უკან, იზოლატორში შეაბრუნეს
შეგახსენებთ, 2 ივნისს დაკავებულთა ნაწილი ამ დრომდე იზოლატორებში იმყოფება და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება.