ოპოზიცია საბურთალოსა და დიდუბის ოლქებში წარსადგენ საერთო კანდიდატებზე ამ დრომდე მსჯელობს

გამოქვეყნდა:

ვიხილავთ თუ არა ოპოზიციურ კანდიდატებს ერთმანეთის პირისპირ? თბილისში ორი ოლქი ისევ ვაკანტურია, აქ ოპოზიციას კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია. თუმცა პოლიტიკური გარჩევების ფონზე არაფერს გამორიცხავენ.  

"მთავარმა არხმა" ჩაწერა ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართულ მოლაპარაკებებში და იყვნენ ყველა რაუნდის მონაწილეები. ისინი დღეს ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ თბილისთან დაკავშირებით შეთანხმება, რომელიც არსებობდა მაჟორიტარებზე არ დაირღვევა. მათივე თქმით, ოპოზიცია მოახერხებს და საერთო კანდიდატებს საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებში წარადგენს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ვერ მოხდება. ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციამ უნდა იაქტიუროს და ყველამ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ "ოცნებას" ერთგვარად თავისუფალი ველი არ უდნა დარჩეს და ამომრჩევლის ხმა არ უნდა დაიკარგოს. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ მომავალ კვირას კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება და ყველას ეცოდინება საერთო კანდიდატებით გამოდიან საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში ოლქებში თუ დამოუკიდებლად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი