
გერმანიაში, ლტოლვილთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს არასრულწლოვანი ემსხვერპლა, დაშავდა 10 ადამიანი.
გერმანიის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე, ტურინგიის შტატის ქალაქ აპოლდაში გაჩნდა. მათივე ცნობით, თავშესაფარში 245 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც მეზობელ ქალაქებში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია