
რუსეთში, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ ენერგეტიკულ ობიექტში ხანძარი იყო. მისივე თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ დრონიდან ჩამოგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო გაჩნდა.
"ბელგოროდის რაიონში ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის წინასწარი მიზეზი იყო დრონიდან ჩამოგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. მსხვერპლი არ ყოფილა, ელექტროენერგიის გათიშვა არ ყოფილა", - თქვა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ.