რუსეთის დუმამ შესაძლოა დეპუტატი ზატულინი უკრაინაზე განცხადების გამო დასაჯოს

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმის დსთ-ის, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი შესაძლებელია უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო ფრაქცია "გაერთიანებული რუსეთიდან" გარიცხონ და დუმაში თანამდებობა დაატოვებინონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ведомости ავრცელებს. 

როგორც გამოცემა ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, ფრაქცია "გაერთიანებულმა რუსეთმა" დეპუტატის განცხადებებთან დაკავშირებით მოკვლევა და კონსულტაციები უკვე დაიწყო. 

მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით კონსულტაციებს "გაერთიანებული რუსეთის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიაჩესლავ მაკაროვი ხელმძღვანელობს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზატულინი მმართველი პარტიის წევრი არ არის და იგი მხოლოდ ფრაქციის წევრია, ამიტომ მას დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა არ ემუქრება.

საქმე ეხება კონსტანტინე ზატულინის კრიტიკულ განცხადებას უკრაინის ომის შესახებ, სადაც მან თქვა რომ ახლა რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მან ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი