მიზანია საავიაციო ჰაბი გავხდეთ, ახალი აეროპორტის ადგილად ვაზიანის აეროდრომს განვიხილავთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმისთვის რომ საქართველო რეგიონში საავიაციო ჰაბი გახდეს მთავრობა ორ ვერსიაზე მსჯელობს. პირველი - ძველი აეროპორტის განახლება, მეორე - ახალი აეროპორტის აშენება. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ მშენებლობის ადგილად ვაზიანის აეროდრომის ტერიტორია განიხილება. 

მისი თქმით, თბილისის არსებულ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვები და ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას.

"მინდა ამ დღის მთავარი საკითხი გამოვიტანო განსახილველად, ეს არის ჩვენი, მე ვიტყოდი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც, და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი.  ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე თევა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. მინდა მოკლედ შევაფასო, დღეს არსებული აეროპორტი, ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უძლებს, შეიძლება ასე ითქვას, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, ჩვენ ამბიციურ მიზნებს, რომლებზეც ახლა მინდა გესაუბროთ. [...] 

მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია, ჩვენ თუ გვინდა 20, 30, 50 და თუნდაც 100 წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენ მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, ამიტომ აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ადგილი, თბილისში არის, შეიძლება ითქვას იდეალური ამ მიზნით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომი. ამიტომ, ჩემი დავალებით ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ჩვენი სურვილია ახლა ამ პროექტის შესწავლაში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები, ჯერ კარგად შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება", - თქვა ღარიბაშვილმა.

თანამედროვე საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი