"რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება სანქციის შემოღებას ნიშნავს" | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას არ აპირებს. მისი თქმით, სავიზო რეჟიმის შემოღება რუსეთის მიმართ სანქციის შემოღებას ნიშნავს. 

"სავიზო რეჟიმს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას და საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას," - ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ საქართველოში რეაქცია, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესებას მოჰყვა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მისი თქმით, ის მადლობას ელოდა, თუმცა "გაუგებარი ქარიშხალი" მიიღო.

გარდა ამისა, პუტინის თქმითვე, ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი