
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის, მიხაელ როტის განცხადებით, მისთვის გამაღიზიანებელი იყო საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები უკრაინის ომთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები ძალიან ჰგავდა რუსულ ნარატივს და არ ესმის, რატომ უნდა იმეორებდეს ასეთ პროპაგანდას იმ ქვეყნის პრემიერი, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს.
"მე ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერმინისტრის განცხადებებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან ჰგავდა რუსულ ნარატივს. არ მესმის, რატომ უნდა იმეორებდეს ასეთ პროპაგანდას იმ ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს. უკრაინაში ომი რუსული იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის ბრალია და არა იმის ბრალი, რომ უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება მოინდომეს. 2008 წელს რუსეთმა თქვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციაც მოახდინა. ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ დასავლეთმა რუსეთის პროვოცირება მოახდინა. ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც სამწუხაროდ გერმანიაშიც საკმაოდ გავრცელებულია," - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი. მისი საქართველოში ჩამოსვლას წინ უძღოდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ოლაფ შოლცთან არის დაბარებული.