რუსეთში ვაშლის ღვინით ინტოქსიკაციით 16 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, ვაშლის ღვინის, სიდრით ინტოქსიკაციით, უკვე 35 ადამიანი დაზარალდა, მათგან 16 გარდაიცვალა, - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ოლექსი რუსკიხი Telegram-არხზე ავრცელებს.

"ულიანოვსკის რეგიონში ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 35 ადამიანი: 25 დიმიტროვგრადში, 9 ულიანოვსკში და ერთი ნოვა მალიკლაში. ასევე დაიღუპა 16 ადამიანი", - თქვა რუსკიხმა.

როგორც ცნობილია, რუსეთში ფატალური ალკოჰოლური მოწამვლის 10 შემთხვევა დაფიქსირდა - რვა ულიანოვსკის რეგიონში, ორი სამარას რეგიონში. ყველა შემთხვევა დაკავშირებულია სამარაში წარმოებული ჩამოსხმული სიდრის მოხმარებასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი