"მე მაქვს სრული ნდობა ამ მხრივ ჩვენი უსაფრთხოების სისტემების მიმართ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ის ადამიანი, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ამ ქვეყანას და არ შემოდის ის ადამიანი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას. ვინაიდან, საფრთხეების რეალიზება არ ხდება, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ და ვენდოთ კიდევაც, რომ ისინი პროფესიონალურად მუშაობენ. ოპოზიციის, მასთან აფილირებული ჯგუფების განცხადებებით ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ იყო დეზინფორმაცია, სპეკულაცია, მანიპულაცია,"
- ამბობს შალვა პაპუაშვილი საქართველოში კადიროვის გარემოცვის შემოსვლასთან დაკავშირებით