
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სლავკოვის სამეულს: სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები მიიღო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე "სლავკოვის სამეულის“ ვიზიტი ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.
ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ შეუძლია მეორე უარი მიიღოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს და ის ჩვენს ღირებულებებს, ისტორიას, ბრძოლას და მომავლის ხედვას ეფუძნება.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ორბელიანის სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრეს და აღინიშნეს, რომ ის ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური გამოწვევაა, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი იარაღი კი, საერთაშორისო სოლიდარობაა.