რუსეთში, კალუგის ოლქში, ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში კალუგის ოლქში ორი საფრენი აპარატი ჩამოვარდა, - ინფორმაციას კალუგის რეგიონის გუბერნატორი ვლადისლავ შაფშა ავრცელებს.

"დღეს დილით M3 გზატკეცილზე 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. აფეთქება არ მომხდარა, ტერიტორია გარშემორტყმულია, ადგილზე ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები ტარდება", - წერს შაფშა.

ოლქის მაცხოვრებლებმა ასევე განაცხადეს, რომ კვირას საღამოს მათ ცაში თვითმფრინავის მსგავსი ობიექტი დაინახეს, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა.

დაინახეს
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი