აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს, რომლებიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის წარმომადგენლებს, რომლებიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ და პოლიტიკური სიტუაციას ძირს უთხრიდნენ.

"დღეს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი უწესებს სანქციებს მავნე გავლენის ჯგუფის შვიდ მთავარ წარმომადგენელს, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ დაზვერვასთან რუსეთის მთავრობის დესტაბილიზაციის კამპანიაში მათი როლის გამო, ისევე როგორც მოლდოვაში მავნე გავლენის კამპანიის გაგრძელების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

სანქცირებულთა სიაში ასევე შედის ორგანიზაცია, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს ამ სიიდან მინიმუმ ერთი პირი.

განცხადებაში ასევე ნათქცამია, რომ აღნიშნული პირების ქმედება არის რუსეთის  მთავრობის "გლობალური საინფორმაციო ოპერაციის" ნაწილი, რომელიც მიმართულია უკრაინის, უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიგოების, მათ შორის მოლდოვას, ბალკანეთის ქვეყნების, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი