"პირადი ტრაგედიის გამოყენება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ძალიან ჰგავს საბჭოთა მეთოდებს" | სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერა ილიაუნის

გამოქვეყნდა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერის წერილს აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, ხელმომწერი მეცნიერები მხარდაჭერას უცხადებენ უნივერსიტეტსა და მის რექტორს ნინო დობორჯგინიძეს სამთავრობო მედიისა და "ქართული ოცნების" ტროლ-ბოტების მიერ დაწყებული პროპაგანდისტული კამპანიის წინააღმდეგ.

განცხადების ხელმომწერები ამბობენ, რომ პირადი ტრაგედიის გამოყენება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ძალიან გჰავს საბჭოთა რეპრესიების დროს გამოყენებულ მეთოდებს. 

"რამდენიმე დღეა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ სხვადასხვა მედიით გავრცელებული დაუსაბუთებელი ბრალდებების სერიას, რომელსაც უნივერსიტეტმა არაერთხელ გასცა პასუხი.

მიუხედავად ამისა, ბრალდებები გადაიზარდა უნივერსიტეტის რექტორზე, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეზე პირად თავდასხმაში. 

პირადი ტრაგედიის გამოყენება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ძალიან ჰგავს საბჭოთა რეპრესიების დროს გამოყენებულ მეთოდებს, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან.

ვფიქრობთ, რომ ორკესტრირებული კამპანია საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია.

ჩვენ, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა თაობის მეცნიერები, უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ  უნივერსიტეტსა და მის რექტორს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაზე ხელის მომწერების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი