საქართველო კადიროვის გარემოცვის უსაფრთხო კორიდორი, თუ ბიზნესგარიგებების ადგილი. როგორ და რატომ შემოუშვეს უპრობლემოდ ჩვენს ქვეყანაში ჩეჩენი ბიზნესმენი, მისი ესკორტი და შეიარაღებული პირები ამ თემაზე აღმსარულებელი ხელისუფლება ისევ დუმს. არადა უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ასლანბეკ ახმედხანოვის კოლონა საგზაო წესების უხეში დარღვევით გადადგილდებოდა და მას 13 ვიდეო ჯარიმა აქვს გამოწერილი.
ასლანბეკ ახმედხანოვის საქართველოში ვიზიტის გამართლებას დღეს ერთხმად ცდილოდა "ოცნების" საპარლამენტო გუნდი. კრიმინალურ სამყაროსთან შეზრდილი კადიროვის გარემოცვის წევრების თავისუფლად სიარული საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ქვეყნისთვის საფრთხეა ამის აღიარება, დღეს უმრავლესობას კატეგორიულად არ სურდა.
ფაქტია, რომ კადიროვთან დაახლოებული პირები საქართველოში ქართული სპეცსამსხურების და მესაზღვრეების თანხმობის გარეშე ვერ შემოვიდონენ. გროზნოდან გაქცეული ჩეჩენი ბლოგერები წერენ, რომ სავარაუდოდ ასლანბეკ ახმედოვმა საქართველოს ტერიტორია თურქეთში ტრანზიტისთვის გამოიყენა და ეს პირველი შემთხვევაც არ ყოფილა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი