ირაკლი ღარიბაშვილი მორიგი პოლიტიკური წარმოადგენისთვის ემზადება. პრემიერმინისტრმა პარლამენტში უკვე გადაგზავნა მოხსენება, რომელსაც დეპუტატებს და საზოგადოებას თვის ბოლოს წარუდგენს. როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია და ხელისუფლების ოპონენტები გაოცებას ვერ მალავენ.
30 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს ილაპარაკოს ეკონომიკის ზრდაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და "ქართული ოცნების" ხელისუფლების სხვა მიღწევებზე.