აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის 

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოებაზე განაცხადი შეავსო. ინფორმაციას აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ადასტურებს. 

მოსალოდნელია, რომ პენსი თავის კანდიდატურას ოფიციალურად 7 ივნისს წარადგენს. 

ცნობილია, რომ  63 წლის ყოფილი კონგრესმენი და ინდიანას გუბერნატორი, მხარს უჭერდა ტრამპს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში. მაგრამ 2020 წლის არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ, მან დისტანცირება მოახდინა ექსპრეზიდენტისგან და თქვა, რომ კაპიტოლიუმის თავდამსხმელების წახალისება მას და მის ოჯახს რისკის ქვეშ აყენებდა.

პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მხარდამჭერი პენსი და თვითონ ექსპრეზიდენტი, 2024 წლის არჩევნებში კონკურენტები იქნებიან, რადგან მოგეხსენებათ, რომ არჩევნებში ტრამპიც მონაწილებს. მან ამის შესახებ 2022 წლის ნოემბერში განაცხადა. 

ასევე, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის მეორე ვადით იყრის კენჭს და 2024 წლის არჩევნებში 25 აპრილს თავის კანდიდატურასაც წარადგენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი