საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო გარიგება და გახარჯული 21 მილიონი

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობისთვის სარეზერვო ფონდიდან 21 მილიონი ლარის გახარჯვის მიუხედავად, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ისევ უფუნქციოა. ზალკალიანის უწყებაში განმარტებას არავინ აკეთებს, რატომ გაიღო სახელმწიფომ კოლოსალური თანხა მაშინ, როდესაც უწყება ისევ ძველ მისამართზე განაგრძობს მუშაობს. როგორც ირკვევა, სამინისტრომ სამთავრობო კვარტალში მდებარე ისტორიული შენობის განახლება "ქართული ოცნების" კიდევ ერთ შემომწირველს დაუკვეთა, ისე, რომ კონკურსში სხვა კომპანიებს მონაწილეობის საშუალება არ ჰქონიათ. სამინისტრომ რეაბილიტირებული შენობა უკვე ჩაიბარა, თუმცა არავინ იცის, რა ხდება კარს მიღმა რომელსაც თითქმის ორი წელია, ბოქლომი ადევს.

"მთავარი არხის" კითხვებმა "ინ-ისის" შესყიდვების დირექტორი გააღიზიანა. კომპანიის ხელმძღვანელმა 55 ათასი ლარი "ქართულ ოცნებას" შესწირა. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა ზვიად თოიძეს დაუფასა და არაერთი კონტრაქტი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაუფორმა. მათ შორისაა 20-მილიონიანი პროექტი, რომლის თანახმად ყოფილი ეროვნული ბანკის შენობის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები თითქმის ორი წელია იმისთვის დასრულდა, რომ იქ საგარეო საქმეთა სამინისტრო გადასულიყო. შენბოა კი დღემდე უფუნქციოა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, მაგრამ გვიდასტურებენ, რომ ახალი შენობის რეაბილიტაციის პარალელურად ძველი შენობაც გარემონტდა.

სარეზევრო ფონდიდან ეროვნული ბანკის შენობისთვის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად თანხა ორჯერ გამოყო, პირველ შემხთვევაში ეს 9 მილიონი ლარი იყო, მეორედ კი 10 მილიონზე მეტი. პროექტი 2018 წლის აპრილში სამინისტრომ ჩაიბარა, მაგრამ ახალ შენობაში მაინც არ გადასულა. რატომ მოხდა ასე, სამინისტრო განმარტებას არ აკეთებს. სამაგიეროდ, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ საპროექტო სამუშაოები ხარვეზიანი იყო. ეს საკითხი არასამთავრობო სექტორმა შეისწავლა. 

როგორც ირკვევა 2017 წლის შვიდ აგვისტოს,  722 ათას ნლარიანი ხელშეკრულება  უკონკურენტოდ და დახურულად  წინა დღით დარეგისტრირებულ კომპანიასთან შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“ გააფორმდა. კომპანია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის ძმის არი. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ მახარობლიშვილი ამის შემდეგ 2 წელში, მინისტრის მოადგილეობიდან პირველ მოადგილეობამდე დაწინაურდა. კორუფიცასა და სახელმწიფოს მხირდან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს ოპოზიცია.

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა კი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ორია წელია გარემონტდა, მაგრამ დღემდე არავის უნახავს რა ხდება კარს მიღმა, რომელსაც დიდი ხანია ბოქლომი ადევს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი