
„კადიროველები რომ უპრობლემოდ გადაადგილდებიან ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელია ლილუაშვილი, ამიტომ, ის უნდა მოვიდეს პარლამენტში და კონკრეტულ კითხვებს გასცეს პასუხი.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ
„ის, რომ ქვეყანაში მწვანე შუქი აქვს ანთებული კადიროვის გარემოცვას და ამასთან დაკავშირებით მთავრობა გაიძახის, რომ ეს არის კადიროვის ოპოზიცია, არის იუმორისტული ჟანრი, ვინაიდან ყველამ კარგად იცის მსოფლიოში, რომ კადიროვს ოპოზიცია არ ჰყავს, თუ ასეთი არსებობდა, ის ფიზიკურად არის განადგურებული. შესაბამისად, ამ ყველაფერში მონაწილეობს სახელმწიფო უსაფრთხოების მაღალჩინოსნები და სწორედ ამაზე არის პასუხისმგებელი ლილუაშვილი. ამიტომ, ის უნდა მოვიდეს პარლამენტში და კონკრეტულ კითხვებს გასცეს პასუხი, ფაქტობრივად, ჩვენი უსაფრთხოების სისტემა არის მორღვეული და ეს არის იმით გამოწვეული, რომ საქართველოს ჰყავს რუსული მთავრობა.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ესკორტი რამზან კადრიოვის უახლოესი გარემოცვის წევრის, ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეგ ახმედ-ხანოვისაა. რუსული ესკორტი სტუმრობდა არაერთ ადგილს, მათ შორის იმყოფებოდა თბილისსა და ბათუმში.
შსს-ს და სუს-ს გავრცელებულ კადრებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
იხილეთ ასევე: