
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნოვა ხაკოვკაში კაშხალზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა.
მიშელმა თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა და თქვა, რომ რუსეთს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრება.
"შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული. ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს", - დაწერა მიშელმა.
უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური დღეს, 6 ივნისს ააფეთქეს. აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები. დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.