
"ევროპის სახალხო პარტია" რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქებას ეხმაურება.
როგორც პარტია Twitter-ზე წერს, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებით რუსეთმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა.
"დღეს, დნიპროს მდინარეზე ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებით რუსეთმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი არაფერზე გაჩერდება, რათა გაანადგუროს უკრაინა.
ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს," - წერს EPP.
შეგახსენებთ, რომ ჰესის აფეთქების შესახებ ცნობები დღეს გავრცელდა. უკრაინული მხარის ცნობით, კაშხლის დანგრევა უკრაინის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს და ასობით ადამიანს უქმნის საფრთხეს.