მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე - ღარიბაშვილი ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმე, არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე და არც იცოდა, თუ განხილვა უზენაეს სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. 

მისი თქმით, ხელისუფლებას არანაირი როლი არ აქვს ამ საქმეში.

"გვარამიას საქმეზე მე, ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი და შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ. სასამართლომ გადაწყვიტა ეს და მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არანაირი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. მაგრამ, მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ პატარა მასშტაბებია შედარებით, 6 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია რ2, 6 მილიონით, მე თუ არ ვცდები, ეს რაც ვიცი მედიისგან", - თქვა ღარიბაშვილმა.

5 ივნისს ცნობილი გახდა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობა უზენაეს სასამართლოში - საქმეს ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი და ნინო სანდოძე განიხილავენ. სხდომას უხელმძღვანელებს მერაბ გაბინაშვილი, რომლის აცილებაც 3 თვის წინ ნიკა გვარამიას ადვოკატებმა მოითხოვეს. თევზაძე კი ამერიკელების მიერ დასანქცირებული ლევან შენგელიას ნათესავია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი