ვინც პოლიციას შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებს, ქვეყნის მტერია და სამაგალითოდ დაისჯება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ვინც "პოლიციელების წინააღმდეგ გაილაშქრებს", სამაგალითოდ იქნება დასჯილი. 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველა ვინც პოლიციელებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ "საქართველოს მტერია."

"ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებს, ის ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ყველა ვინც პოლიციელის წინააღმდეგ გაილაშქრებს და მითუმეტეს, როგორც ეს გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს ამ დესტრუქციულმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი," - ამბობს პრემიერი. 

ღარიბაშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელმაც ჰკითხა თუ როგორ შეაფასებდა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის განცხადებებს პოლიციელების შესახებ.

როგორც პრემიერი ამბობს, "გირჩი - მეტი თავისუფლება" ერთ-ერთი "სამაგალითო ანტიევროპული მოვლენაა", რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, "ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ იყო".

"რაც შეეხება ყველაზე ჩემი აზრით ერთ-ერთი სამაგალითო, ანტიევროპული, ანტიქართული, ნეოფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიც არის გირჩი, რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი გააკეთა ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ჯერ გახსოვთ, რომ მათი მოგონილი იყო ეს ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, გასაბერი ეკლესიები მოიგონეს. შემდეგ თქვეს, რომ ფარისევლურ ღვთისმსახურებას ეწეოდნენ, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის 10,000 ახალგაზრდა შეაცდინეს მათ, იმისთვის რომ არ წასულიყვნენ ჯარში," - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი