ბრძენი კრიტიკოსები ჯობია გაჩერდნენ, უფრო მეტის თქმა შეგვიძლია - ღარიბაშვილი ბრატისლავაში გაკეთებული განცხადების კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განმარტა ბრატისლავაში უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით მისი განცხადება. მან იგივე გაიმეორა და "ბრძენ კრიტიკოსებს" ურჩია გაჩერდნენ, რადგან უფრო მეტის თქმა შეუძლია.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ემანუელ მაკრონმა იგივე განცხადებები გააკეთეს.

"აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ბრატისლავაში, რომელიც მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე ვთქვით, რომ უკრაინის სურვილი, ერთ-ერთი მიზეზი ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი და არა ერთადერთი, იყო უკრაინის სურვილი, რომ გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი. შემდეგ ვთქვი, რომ არ მინდა ციტირება მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების, ანუ მათი განცხადებების, იმიტომ რომ კითხვა იყო როგორ ფიქრობთ რატომ დაიწყო და მე ამით ვაჩვენე, რომ ერთი, რომ უკრაინას სურვილი ჰქონდა, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის, ნატოს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა მომეხდინა ციტირება. აქვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ მეორე დღესვე ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი, გამოვიდა და მან თქვა, რომ ეს ომი ამ ომის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უკრაინას აქვს სურვილი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

მე კითხვა მინდა დავუსვა ბრძენ კრიტიკოსებს, რომლებიც არ ჩერდებიან, ჯობია გაჩერდნენ, უფრო მეტის თქმა შეგვიძლია და არ გვინდა რომ ვთქვათ. რამდენიმე საათში ქალბატონი ურსულას გამოსვლიდან ბატონი მაკრონი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა პრაქტიკულად იგივე, და კიდევ უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტი მაკრონის განცხადება, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცა პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია აგრესია რუსეთის, საქართველოში და უკრაინაში. მე მინდა კითხვა დავუსვა ყველას, რატომ არ აკრიტიკებენ ბატონი მაკრონის განცხადებას ან ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს არ სურთ რეალურად ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. მისი თქმით, ვერაფრით ვერ ხსნის ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რომელიმე ექსპერტი თუ ყოფილი მთავრობის წევრი ნებისმიერი ქვეყნის, ამ თემის არასწორი ინტერპრეტირებით, დამახინჯებით, არასწორი განცდების შექმნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი