
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უკრაინას ნოვა კახოვკას აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანის დასაძლევად დახმარება გაუწიოს.
როგორც სანდუ წერს, რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია.
"კატეგორიულად ვგმობ დღეს დილით ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქებას.
რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება ომის დანაშაულია.
პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ დახმარება წყალდიდობასთან გასამკლავებლად და მხარი დაგიჭიროთ შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში," - წერს მაია სანდუ Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ დნიპროს მდინარეზე მდგარი კახოვკას კაშხალი რუსებმა დღეს დილით ააფეთქეს. კაშლხის აფეთქება სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინულ დასახლებებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს.