ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ე.წ მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ ნოვა კახოვკაში, სადაც დღეს, 6 ივნისს, დილით რუსებმა კახოვკას ჰესი ააფეთქეს, ოკუპანტების მიერ დანიშნულმა "მერმა", ვლადიმირ ლეონტივმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საგანგებო რეჟიმის დაწესება სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებლად მოხდა და იგი ადგილობრივი დროით 6 ივნისის 12:00 საათიდან ამოქმედდა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, მდინარე დნიპროზე დღეს დილით კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. აფეთქების შედეგად სადგური წყლისგან იცლება, რის გამოც ქალაქი ნოვა კახოვკა თითქმის სრულიად არის დატბორილი. იტბორება უკრაინის სხვა დასახლებებიც. სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებმა და საერთაშორისო პოლიტიკოსებმა მომხდარს ომის დანაშაული და ტერორისტული აქტი უწოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი