
უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქება ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომ გათავისუფლებას ვერ შეაჩერებს - " მტრის მზაკვრული ქმედებები, რომელიც ქმნის სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს, ვერ შეაჩერებს უკრაინის თავდაცვის ძალებს, რომლებიც მზად არიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად“ - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ გაანადგურა კაშხალი უკრაინის არმიის შიშითა და უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის შესაჩერებლად.
შეგახსენებთ, რუსებმა დღეს, 6 ივნისს ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვა ემუქრება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.