მჯერა, ღმერთის დახმარებით, უფლის შეწევნით, ჩვენი სწორი პოლიტიკით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"დღეს ჩვენი ქვეყნის 20% არის დროებით ოკუპირებული, მე ხაზი მინდა გავუსვა, ეს არის დროებითი ოკუპაცია, მე მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით, უფლის შეწევნით, ჩვენ ჩვენი სწორი პოლიტიკით, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული სწორი პოლიტიკით ჩვენ მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და საერთო ეროვნული მიზანი ეს უნდა იყოს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, რომელთა პასუხისმგებლობა არის ყველასი, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაში არის ადამიანი თუ პოზიციაში, თუ ხელისუფლებაში, ყველას ამოცანა უნდა იყოს სწორედ გაერთიანება. ნებისმიერ ადამიანს ვკითხოთ აქ, რა რის თქვენი მთავარი საზრუნავი, საფიქრალი, ხომ არის თქვენი დაბრუნება თქვენ სახლებში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, მე მჯერა ეს დღე აუცილებლად დადგება. იმიტომ რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან, ყოველ დღე, მე ამის ღრმად მწამს, ღრმად მჯერა, ამას ალტერნატივა არ აქვს".

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი