ყოფილი ქმრის მიერ 27 წლის მოკლული ქალი მარიამ მაზიაშვილია. ქალის ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. გამოძიების ვერსიით, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ქალი საკუთარ მანქანაში გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი ხევში გადააგდო.
არსებული ინფორმაციით, ქალს ერთი შვილი დარჩა.
პოლიციამ კაცი უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.