
დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, ორ კვირას აძლევს თავდაცვის სამინისტროს რათა ბელგოროდი გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად იზამენ ამას.
"დაახლოებით ორ კვირას ვაძლევთ თავდაცვის სამინისტროს, რათა ჩვენი მიწები გაათავისუფლონ. მაგრამ თუ ისინი არ გაათავისუფლებენ და თუ ჩვენ არ დავრწმუნდებით, მოვითხოვ, რომ შეგვიშვან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავიანთ ხალხს ატყუებენ. თუ ეს ასე არ მოხდება და სიტუაცია გაუარესდება, მაშინ ჩვენით წავალთ ბელგოროდში. და ჩვენ დავიცავთ საკუთარ მიწას.
[....]
ჩვენ არ მივცემთ ჩვენს შვილებს უფლებას, რომ დასხდნენ და საჯდომები ვაზელინით იზილონ, სანამ ჩვეულებრივი ბელგოროდელი ბებიები და ბავშვები ძაღლებივით იხოცებიან," - მიმართა პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა რაც ბელგოროდის რეგიონში პროუკრაინული სამხედრო ჯგუფები "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონი და რუსეთის მოხალისეთა კორპუსი რუსეთის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ იბრძვიან.
გასულ დღეს მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქის სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას აკონტროლებენ. აღნიშნული ცნობა დაადასტურა ბელგოროდის მერმაც, რომელმაც ტელეგრამზე დაწერა, რომ სოფელში რუსეთის თავდაცვის ძალები ვერ ახერხებდნენ შესვლას.