UNIAN: საქართველო წუმპეში აღმოჩნდა რუსეთთან ფრენების აღდგენით, ფულის შოვნის გეგმის გამო

გამოქვეყნდა:

სიხარბისგან განადგურებული: საქართველო წუმპეში აღმოჩნდა რუსეთთან ფრენების აღდგენით ფულის შოვნის გეგმის გამო, - ამ სათაურით აქვეყნებს საავტორო სტატიას უკრაინული UNIAN, რომლის ავტორიც ჟურნალისტი ელენა კოვალენკოა.

სტატიაში ავტორი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და მის შედეგებს განიხილავს და წერს, რომ თბილისისკენ მიმავალ თვითმფრინავებში მგზავრების რაოდენობა ძალიან ცოტაა, რადგან ტურისტები თბილისში ჩასვლას სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გავლით, მანქანით ამჯობინებენ.

კოვალენკო წერს, რომ მას შემდეგ რაც საქართველომ საჰაერო მიმოსვლა აღადგინა რუსეთთან, რუსეთის მოქალაქეები მასიურად ამბობენ უარს ქართული საჰაერო კომპანიის, Georgian Airways-ის მომსახურებაზე. 

სტატია რუსულ მედიას იმოწმებს და წერს, რომ რუსეთის მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ Georgian Airways-ის მაღალი ფასების გამო. მათი განცხადებით, თურქეთსა და ტაილანდის ბილეთები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში მგზავრობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი