თბილისში 31 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და ცხედარი ხევში გადააგდო. როგორც ირკვევა ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი მეუღლე, 27 წლის მარიამ მაზიაშვილი 4 ივნისს კუკიის სასაფლაოზე აიყვანა და შელაპარაკების შემდეგ თავისივე ავტომობილში თოკით დაახრჩო. მეორე დღეს კი ცხედარი უკვე ნაქირავები ავტომობილით გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკარგულ გოგონას სამართალდამცველები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მარიამ მაზიაშვილი კვირას, 4 ივნისს გაუჩინარდა.
დაკავებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე კომენტარს არ აკეთებს. ის უკვე შეხვდა ბრალდებულ ნიკოლოზ ლაჩაშვილს. უცნობია აღიარებს თუ არა ის ბრალს.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ერთმანეთს 9 წელია გაშორებული იყვნენ და ჰყავდათ ერთი საერთო შვილი, 12 წლის გოგონა. მოკლულს გასულ წელს გარდაიცვალა მამა, ხოლო დედა ემიგრაციაშია.